1.პროექტის სახელი
ქათმის გამრავლება და შთამომავლობაზე ზრუნვა
2.პროექტის მოკლე აღწერა1-2 წინადადებით
როგორ ჩეკავს კრუხი წიწილებს.
3.პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეები დააკვირდებიან და შეისწავლიან ქათმის გამრავლებას ანუ როგორ ჩეკავს კრუხი წიწილებს და როგორ ზრუნავს კრუხი წიწილებზე.
მივცემ დავალებებს:
1) თხოვონ უფროსებს დაეხმარონ პროექტზე მუშაობაში
2) გადაარჩიონ კვერცხები რომლიდანაც წიწილები გამოიჩეკებიან
3)გაამზადონ საბუდარი რომელშიც კრუხი კვერცხებზე უნდა დასვან
4)გადარჩეულ კვერცხებზე კრუხი დასვაან
5)დაიხსომონ რიცხვი რადგანაც კრუხი წიწილების გამოჩეკას 21 დღეს ანდომებს
6)როდესაც კრუხი გადმოვა საბუდრიდან ,წყლის დასალევად დასაკენკის ასაკენკად,ფრთხილად ამოიღონ კვერცხი და მზის შუქზე დააკვირდნენ თუ რა შეიცვალა კვერცხში.ეს უნდა მოხდეს სწრსფად რათა კვერცხი არ გაცივდეს და არ გალაყდეს.
გააკეთონ ჩანაწერები თუ მერამდენე დღეს შეამჩნიეს ცვლილება კვერცხს.
7)გააკეთონ ჩანაწერები და გადაიღონ ფოტოები როგორ იქცევა კრუხი, როგორ იცავს კვერცხებს
8)21 დღის შემდეგ როგორ გამოიჩეკა წიწილები
9)როგორ უვლის და მზრუნავს კრუხი ახალ გამოჩეკილ წიწილებზე
10)როგორ ზრდის კრუხი წიწილებს,როგორ აგრძელებს მათზე ზრუნვას.
ამ ყველაფერს რასაც გააკეთებენ ჩაიწერონ და გადაიღონ ფოტოები
4.მონაწილეთა ასაკი
10-11 წელი
5.ვადები /ხანგრძლივობა
1 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
კლასში ვისაუბრებთ ფრინველების გამრავლებაზე.
წავუკითხავ იაკობ გოგებაშვილის საგანძურიდან მოთხრობებს ,,ქათამი,, და ,,ქათმის საიდუმლოებანი,,
დავათვალიერებთ სურათებს ფრინველებზე და მათ ნაშიერებზე.
7.მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი,რაც შეიძლება შეიქმნას
სურათები,ჩანაწერები,თხზულება.
8.სარგებელი სხვებისთვის
მოვაგროვებ ნამუშევრებს დავდებ ბლოგზე.
9.სამუშაო ენა
ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ იქნებიან.
11.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
კავშირი ექნება ქართულ ენასთან დაწერენ თხზულებას.
ბუნ.IV.1.მოსწავლე აღწერს ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლს.
12.პროექრის ავტორი
იამზე შუბითიძე
13.ავტორის ელ.ფოსრა
iamzeshubitidze55@gmail.com
14.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
iamzeshubitidze55.blogspot.com